Thursday, April 29, 2010


RSS (Really Simple Syndication" ან "Rich Site Summary") არის გადამისამართება XML ფორმატში შექმნილი სპეციალური ვებ არხი, რომელიც გამოიყენება საიტის განახლებების გადასაცემად. ეს შეიძლება იყოს ახალი სტატია ბლოგზე, სიახლე, კომენტარი და ა.შ. მონაცემი შეიცავს როგორც ამ სიახლის სათაურს და ტექსტს, ისე მის მეტა მონაცემებს - გამოქვეყნების თარიღს, ავტორს და ა.შ. მისი საშუალებით მარტივად შეიძლება გავიგოთ არის თუ არა საიტზე რაიმე სიახლე.
RSS საკმაოდ სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ათასობით ვებ-გვერდი იყენებს RSS-ს და უფრო მეტი ხალხი ხვდება მის სარგებლიანობას. RSS-თან ერთად ინტერნეტში ინფორმაციის ძიება ადვილია და ვებ-პროგრამისტებს შეუძლიათ გაავრცელონ თავიანთი ინფორმაცია უფრო ადვილად. 
არსებობს მრავალი RSS წამკითხველი. ზოგიერთი მუშაობს, როგორც ვებ-სერვისი და ზოგიერთი კი მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე.
ასევე არსებობს სკრიპტები რომელიც საშუალებას გვაძლევენ განვათავსოთ ჩვენს საიტზე RSS წამკითხველები. ეს უზრუნველყოფს ჩვენი საიტის მუდმივ განახლებას და მის მეტ ინფორმატიულობას!



No comments:

Post a Comment