Saturday, February 20, 2010



WEB 2

 ტერმინი "Web 2.0" 1999 წელს გაჩნდა, ის პირველად  Darcy DiNucci–მა თავის სტატიაში "Fragmented Future," გამოიყენა.

 Web 2- მოიცავს ყველა იმ ინსტრუმენტს და საჭირო საშუალებას, რომელიც საჭიროა მაღალხარისხიანი ვებ საიტების შესაქმნელად. პროგრამას აქვს სრული მხარდაჭერა შემდეგი სტანდარტების: XHTML, CSS, XML და XSLT.  ეს პროგრამა წარმოადგენს ახლებურ ხედვას ვებსაიტების შექმნის სფეროში. პროგრამასთან მუშაობა შესაძებელია როგორც გრაფიკულ რეჟიმში, ასევე ვებ საიტების პროგრამირების სხვადასხვა ენების გამოყენებით უშუალოდ კოდის წერითაც.

 http://www.file.ge/?p=12350

  

 


როგორ შეიცვალა მედია  ტექნოლოგიები ბოლო ათწლეულის განმავლობაში 

ტელევიზია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგრძნობლად განვითარდა. შესაძლებელი გახდა პირდაპირი ტრანსლაციის განხორციელება. დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა განსაკუთრებული შემთხვევების პირდაპირ ეთერში ყურება.

 დასაწყისში ინტერნეტის განვითარებამ ტელევიზია დააფრთხო, მასში კონკურენტი დაინახა. თუმცა მალე გაირკვა რომ ინტერნეტი ტელევიზიას საშუალებას აძლევდა მუდმივად კონტაკტში ყოფილიყო თავის მაყურებელთან. მაყურებელს დღეს შესაძლებლობა აქვს, რომ ინტერნეტის საშუალებით თვალყური ადევნოს საარქივო მასალას და ამისთვის სპეციელური ნებართვა არ ითხოვის ტელევიზიისგან.

Wednesday, February 17, 2010



Freeware – არის ისეთი პროგრამები, რომელთა გამოყენება მომხმარებელს შეუძლია უფასოდ ან მინიმალური საფასურის გადახდის მეშვეობით.

Linux-ის ბაზაზე შექმნილი პროგრამების უმეტესობა არის ღია პროგრამული კოდით (open source) და ამასთან უფასოა, რადგან Linux-ის მეტი წილი პროგრამები შექმნილია GNU Free Software Foundation პროექტის ჩარჩოში.

 Linux-ის პრინციპია: მომხმარებელს უფასოდ მიეწოდოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და პროდუქტი (პროგრამა), რაც ხელსაყრელი ალტერნატივაა მომხმარებლისთვის.

Debian GNU/Linux - არის  – ის უფასო პროგრამა, ეს დისტრიბიუტივი არ ეკუთვნის არცერთ ორგანიზაციას. მისი მწარმოებლები მიმოფანტულნი არიან მთელს მსოფლიოში. ეს დისტრიბიუტივი მიუხედავად იმისა რომ მას ერთი მწარმოებელი არ ჰყავს, არის საოცრად სტაბილური, უსაფრთხო და კარგად ორგანიზებული. სტაბილური ვერსიები იშვიათად გამოდის, მაგრამ ისინი კარგად დატესტილია. მისი ღირსება არის ის, რომ მომხმარებელს მისი გამოყენება ყოველგვარი საფასურის გარეშე შეუძლია.

http://ka.wikipedia.org/wiki/



ქართული შრიფტი

შრიფტი – ასო ნიშანთა მოხაზულობის გრაფიკული მოხაზულობა, რომელიც ერთიანი სტილისტური და კომპოზიციური სისტემის ნაწილს შეადგენს. შრიფტი ძირითადად შედგება ანბანის ასოების, ციფრების და პუნქტუაციური ნიშნებისგან. შრიფტი შეიძლება ასევე შეიცავდეს იდიოგრამებსა დასიმბოლოებს.

ქართული შრიფტი არის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ვისრგებლით საკუთარ კომპიუტერებში ქართულად.

ქართული პოპულარული ფონტებია: AkadNusx, AcadMtavr, Acad Nusx Geo, Saelfaen, LitNusx, BPG Glaho, Avaza, GEO ABC, GEO AcadNusx Normal და ა. შ.


http://ka.wikipedia.org/wiki/

Wednesday, February 10, 2010



ბლოგი წარმოადგენს ერთი არ რამდენიმე ადამიანის მიერ წარმოებულ ვებ–საიტს, რეგულარული ჩანაწერებით, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენებს და შეიცავენ გრაფიკულ აუდიო–ვიდეო მასალას. ჩანაწერები განლაგებულია უკუქრონიკულად.

არსებობს ბლოგის მრავალი ტიპი, რომლებიც განსხვავდებიან არა მარტო შინაარსის მიხედვით, არამედ შინაარსის მოწოდების და შექმნის გზებით.

არსებობს: პირადი/პერსონალური ბლოგი, კოორპორატიული ბლოგი, ბლოგები მედია ტიპების მიხედვით, მოწყობილობის მიხედვით, ჟანრობრივი ბლოგები, კითხვა–პასუხზე დაფუძნებული ბლოგი და ა.შ.

ქართული ბლოგოსფერო ძალიან სწრაფად ვითარდება, აქტიურად ამუშავდა ქართული ბლოგინგის სისტემა log.ge თუმცა ყველაზე პოპულარული ქართული ბლოგები მაინც უცხოურ დომეინებზეა განთავსებული, უმეტესად Blogger.com და Wordpress.com–ზე.

Friday, February 5, 2010



ოპერაციული სისტემა სპეციალური კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც მართავს ურთიერთობას სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამულ პაკეტებს, ასევე კომპიუტერის სისტემის შემადგენელ მოწყობილობასა და ამ სისტემის მომხმარებელს შორის.

Macintosh – სისტემები ძირითადად განკუთვნილია საშინაო, საგანმნათლებლო და სახვითი ხელოვნების პროფესიული ბაზრებისთვის, , Linux – წარმოადგენს მრავალფუნქციურ მძლავრ უფასო ოპერაციულ სისტემას, Dos – სისკური ოპერაციული სისტემა, Windows – არის დღეისათვის შექმნილი ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა, შექმნილი კომპანია Microsoft–ის მიერ.