Friday, March 26, 2010

რატომ არ მოხვდა საქართველო გუგლის რუკაზე 


ერთ–ერთი ვერსია სოროსის ფონდის ოფისში სრულიად შემთხვევით გახუმხილა ,,რეზონანსის“ ჟურნალისტებს დუგლას არენალსმა. 
როდესაც ტრენინგზე Google Map–ზე ჩამოვარდა საუბარი, დუგლასმა ჟურნალისტებს ყველა ის ადგილი აჩვენა სადაც ოდესღაც ყოფილა ნამყოფი. როდესაც საქართველოს ნახვა მოინდონა აღმოჩნდა, რომ ის ადგილი სადაც ახლა იმყოფებოდა Google Map–ზე უბრალოდ არ არსებობს.
 “უკაცრავად, სულ დამავიწყდა, საქართველოს ტერიტორია, ქუჩები და ა.შ. Google map-ზე არ არის დატანილი”-თქვა დუგლასმა და თავი გააქნია.
როგორც აღმოჩნდა, Google-სა და ორ ქართულ კომპანიას შორის, რომელსაც Google-ისთვის რუკები უნდა მიეწოდებინა, კონფლიქტი მომხდარა. შედეგად კი ქვეყანა დაზარალდა, Google–მა სასჯელად საქათველოს ,,თეთრი წერტილი“ მიუსაჯა. 
http://freelandia.wordpress.com

Wednesday, March 24, 2010

www.Foreignpress.ge


www.Foreignpress.ge ერთ–ერთი საინტერესო ინტერნეტ საიტია, რომელზეც ყველა, მნიშვნელოვანი  უცხოური სტატია  ქართულ ენაზეა ნათარგმნი.  მკითხველს www. Foreignpress.Ge მეშვეობით საშუალება ეძლევა უცხოურ პრესას ქართულ ენაზე ადევნოს თვალი.

ანალიტიკა, ინტერვიუ, პრესის მიმოხილვა, რეპორტაჟი, ფაქტები: ყველა წამყვანი ბეჭდური მედიიდან არის წარმოდგენილი. საიტი უპირატესობას ანალიტიკურ მასალას ანიჭებს, რადგან www. Foreignpress.Ge  საინფორმაციოს გარდა საგანმანათლებლო ფუნქციაც ენიჭება.

 2008 წლის აგვისტოში შეიქმნა ბლოგი  www.foreignpressge.blogspot.com,  სადაც საქართველოსა და ზოგადად, რეგიონზე უცხოურ, ძირითადად დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულ მასალა ქართულად ითარგმნება და ქვეყნდება.

 პროექტის ავტორები:  თეონა გეგელია  და  ნანა ზარდიაშვილი

 

http://foreignpress.ge


Friday, March 19, 2010


Amazon.com ერთ–ერთი პირველი ინტერნეტ სერვისია, რომელიც მასიური მოთხოვნის პროდუქციის გაყიდვებს აწარმოებს. Amazon.com საქონელს და მომსახურებას ინტერნეტის საშუალებით ყიდის.
Amazon.com 1995 წლის ივლისში შეიქმნა ამერიკელი მეწარმის ჯეფ ბეზოსის მიერ. ჯეფის ბიზნესი დასწყისში მხოლოდ წიგნების გაყიდით შემოიფარგლებოდა. 1998 წლის ივნისში მაღაზია მუსიკალური ჩანაწერების გაყიდვას იწყებს, ნოემბრისთვის კი უკვე ვიდეოპროდუქციის რეალიზაციას ეწევა. 
დღეისათვის Amazon.com 34 კატეგორიის საქონლის რელიზაციას ეწევა, მათ შორის არის: ელექტრონული წიგნები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საბავშვო სათამაშოები, კვების პროდუქტები, სამეურნეო და სპორტული საქონლი. 
Amazon.com ცენტრალური ოფისი აშშ–ში მდებარეობს. კომპანიის კლონები კანადაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იაპონიაში, საფრანგეთსა და ჩინეთში ფუნქციონირებს. 

http://ru.wikipedia.org

Thursday, March 18, 2010



Top. Ge პოპულარული  ქართული საიტების რეიტინგს ადგენს. სულ რეიტინგში  17193 რესურსია დარეგისტრირებული. Top. Ge–ის მეშვეობით საიტის მფლობელებს საშუალება ეძლევათ ნახონ, რამდენი მომხმარებელი ისარგებლებს საიტით.

რეიტინგში მონაწილეობისთვის დაიშვება საიტები რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას ქართულ ენაზე ან შინაარსობრივად ეხებიან საქართველოს.

Top. Ge–ის უპირატესობები: 1. თქვენი საიტი იქნება გაწევრიანებილი ქართული საიტების სარეიტინგო სისტემაში რაც არის თქვენ საიტზე ტრაფიკის გაზრდის ერთერთი საშუალება. 2. მიმდინარე სტატისტიკა არის მთვლელის გამოსახულებაზე, ანუ თქვენ თქვენი საიტის დათვალიერებისას ხედავთ თუ რამდენი უნიკალური მომხმარებელი ყავდა თქვენ საიტს. 3. თქვენ თქვენი საიტის სტატისტიკას გებულობთ დროის რეალურ რეჟიმში.

http://top.ge/faq.php


Saturday, March 13, 2010


,,გევიჟენი’’ საქართველოში პირველი ინტერნეტ ტელევიზიაა, რომელმაც მაუწყებლობა 2008 წლის 8 ნოემბერს დაიწყო.


”გევიჟენი” ზუსტად წლისა და ორი თვის განმავლობაში ობიექტურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. ,,გევიჟენის’’ საინიციატივო ჯგუფი გუნდთან ერთად დაარსების დღიდან დახურვამდე ენთუზიაზმით მუშაობდა.

ინტერნეტ ტელევიზიის მაუწყებლობის შეჩერების მიზეზი ორი ფაქტორი გახდა: 1) ტელევიზიის ხელმძღვანელობა ვერ შეთანხმდა ინვესტორებთან დაფინანსებასთნ დაკავშირებლ საკითხებზე. 2) საინიციატივი ჯგუფმა მიიჩნია, რომ ტელევიზიის ობიექტური და დამოუკიდებელი მაუწყებლობა ეჭვქვეშ დადაგა.

http://www.factnews.ge

Friday, March 12, 2010



Mozilla Firefox - ღია და უფასო, მრავალპლატფორმიანი ინტერნეტ ბრაუზერია, რომელსაც Mozilla Foundation მართავს.

პროექტი დამუშავება  Netscape Communications-ის, AOL Time Warner ჯგუფის ყოფილმა წევრებმა ბლეიქ როსმა და დეივ ჰაიეტმა დაიწყეს . პროექტზე მუშაობენ Mozilla Corporation-ის თანამშრომლები და მოხალისეები მთელი მსოფლიოდან. ბრაუზერის 2004 წლის 9 ნოემბრის 1.0 ვერსიამ მრავალი მედია გამომცემლობის მოწონება დაიმსახურა, მათ შორის იყვნენ «Forbes» და «The Wall Street Journal». ეს ვერსია გამოშვებიდან 99 დღის მანძილზე  25 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა გადმოიწერა.

ყველა მომხმარებლისთვის სტანდარტული შესაძლებლობების ინტერფეისის შეთავაზების ნაცვლად, Firefox მომხმარებელს საშუალებას აძლევს საკუთარი მოთხოვნილებების მიხედვით შეცვალოს ან გააფართოვოს ბრაუზერის შესაძლებლობები. მომხმარებელს ასევე შეუძლია დააყენოს დამატებითი თემები, რომელიც ბრაუზერს გარე სახეს უცვლის და გაფართოებები, რომელიც ზრდის მის შესაძლებლობებს.

http://ka.wikipedia.org/wiki/Mozilla_Firefox

Wednesday, March 10, 2010



საძიებო სისტემა Google  სტენფორდის უნივერსიტეტის სასწავლო პროექტის საფუძველზე შეიქმნა. მის შემქმნელებად უნივერსიტეტის სტუდენტები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი ითვლებიან.

დღეს Google პოპულარობით პირველი საძიებო სისტემაა მსოფლიოში. Google–ის მეშვეობით დაახლოებით 40 მილიარდამდე საკითხის მოძიებაა შესაძლებელი.

Google–ის საძიებო სისტემას ფლობს კორპორაცია Google Inc.

Google საძიებო სისტემის ლიდერია, რომელიც ბაზრის 60% აკონტროლებს და 8 მილიარდ ვებ გვერდს აინდექსირებს. Google ინფორმაციის მოძიება 186 ენაზეა შესაძლებელი.

ძიება შესაძლებელია შემდეგ დოკუმენტურ ფორმატებში: PDF, RTF, PostScript, Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint და ა. შ.

http://ru.wikipedia.org/wiki