Thursday, April 29, 2010


netgazeti.ge ეს არის გაზეთ ,,ბათუმელების“ კომერციული პროექტი. კომპანია netgazeti.ge–ის შექმნამდე მხოლოდ 16 გვერდიან ყოველკვირეულ გაზეთს გამოსცემდა.
ცოტახანში ,,ბათუმელების“ დამფუძნებლებმა ახალი პროდუქტი შექმნეს MDLF–ის (Media Developing Loan Fund) დახმარებით.
ამჟამად ეს პროექტი ხორციელდება ფონდ "ღია საზოგადოება–საქართველოს" (OSGF) მხარდაჭრით.
ჩემი აზრით netgazeti.ge ახალი სიტყვა თქვა ქართულ მედიაში. საიტზე საკმაოდ ორიგინალური სტატიები იდება. საიტზე გამოქვეყნებული მასალა ეხება, როგორც ადგილობრივ ახალ ამბებს, ასევე უცხოურ სიახლეებს.
ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ მკითხველს საშუალება ეძლევა ატვირთულ სტატიასთან დაკავშირებით კომენტარი დატოვოს. ეს სტიმულს აძლევს ჟურნალისტს, რადგან ხედავს, რომ მის სტატიას რეალურად ყავს მკითხველი. მკითხველი კი აკონტროლებს ჟურნალისტს და უფლებას არ აძლევს ,,ფორმიდან“ გამოვიდეს.



RSS (Really Simple Syndication" ან "Rich Site Summary") არის გადამისამართება XML ფორმატში შექმნილი სპეციალური ვებ არხი, რომელიც გამოიყენება საიტის განახლებების გადასაცემად. ეს შეიძლება იყოს ახალი სტატია ბლოგზე, სიახლე, კომენტარი და ა.შ. მონაცემი შეიცავს როგორც ამ სიახლის სათაურს და ტექსტს, ისე მის მეტა მონაცემებს - გამოქვეყნების თარიღს, ავტორს და ა.შ. მისი საშუალებით მარტივად შეიძლება გავიგოთ არის თუ არა საიტზე რაიმე სიახლე.
RSS საკმაოდ სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ათასობით ვებ-გვერდი იყენებს RSS-ს და უფრო მეტი ხალხი ხვდება მის სარგებლიანობას. RSS-თან ერთად ინტერნეტში ინფორმაციის ძიება ადვილია და ვებ-პროგრამისტებს შეუძლიათ გაავრცელონ თავიანთი ინფორმაცია უფრო ადვილად. 
არსებობს მრავალი RSS წამკითხველი. ზოგიერთი მუშაობს, როგორც ვებ-სერვისი და ზოგიერთი კი მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე.
ასევე არსებობს სკრიპტები რომელიც საშუალებას გვაძლევენ განვათავსოთ ჩვენს საიტზე RSS წამკითხველები. ეს უზრუნველყოფს ჩვენი საიტის მუდმივ განახლებას და მის მეტ ინფორმატიულობას!



Friday, April 9, 2010


2004 წლის 4 თებერვალს დაიბადა ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი Facebook. Facebook მისისაა მისცეს ადამიენებს ენერგია შეერთებისთვის და მსოფლიო უფრო ღია და კონტაქტური გახადოს .
 ამ სოციალურ ქსელს მილიონობით ადამიანი მეგობრებთან ურთიერთობისთვის ყოველდღიურად იყენებს. მომხმარებლებს შეუძლიათ შეუზღუდავად განაახლონ ფოტოები, დადონ ვიდეო და რაც ყველაზე მთავარია გაიგონ უფრო მეტი მეგობრების შესახებ.
 ყველაზე მეტად რაც ამ სოციალურ ქსელში მომწონს არის ჯგუფები. მისი მეშვეობით ვგებულობ რა ინტერესები აქვს ადამიანს რომელთანაც ურთიერთობა მაქვს . ამის მეშვეობით შესაძლოა საერთო ენა გამოინახოს სრულიდ უცნობ ადამიანთანაც და დაამყარო მეგობრული ან საქმიანი ურთიერთობა.