Thursday, April 29, 2010


netgazeti.ge ეს არის გაზეთ ,,ბათუმელების“ კომერციული პროექტი. კომპანია netgazeti.ge–ის შექმნამდე მხოლოდ 16 გვერდიან ყოველკვირეულ გაზეთს გამოსცემდა.
ცოტახანში ,,ბათუმელების“ დამფუძნებლებმა ახალი პროდუქტი შექმნეს MDLF–ის (Media Developing Loan Fund) დახმარებით.
ამჟამად ეს პროექტი ხორციელდება ფონდ "ღია საზოგადოება–საქართველოს" (OSGF) მხარდაჭრით.
ჩემი აზრით netgazeti.ge ახალი სიტყვა თქვა ქართულ მედიაში. საიტზე საკმაოდ ორიგინალური სტატიები იდება. საიტზე გამოქვეყნებული მასალა ეხება, როგორც ადგილობრივ ახალ ამბებს, ასევე უცხოურ სიახლეებს.
ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ მკითხველს საშუალება ეძლევა ატვირთულ სტატიასთან დაკავშირებით კომენტარი დატოვოს. ეს სტიმულს აძლევს ჟურნალისტს, რადგან ხედავს, რომ მის სტატიას რეალურად ყავს მკითხველი. მკითხველი კი აკონტროლებს ჟურნალისტს და უფლებას არ აძლევს ,,ფორმიდან“ გამოვიდეს.


No comments:

Post a Comment