
Mozilla Firefox - ღია და უფასო, მრავალპლატფორმიანი ინტერნეტ ბრაუზერია, რომელსაც Mozilla Foundation მართავს.
პროექტი დამუშავება Netscape Communications-ის, AOL Time Warner ჯგუფის ყოფილმა წევრებმა ბლეიქ როსმა და დეივ ჰაიეტმა დაიწყეს . პროექტზე მუშაობენ Mozilla Corporation-ის თანამშრომლები და მოხალისეები მთელი მსოფლიოდან. ბრაუზერის 2004 წლის 9 ნოემბრის 1.0 ვერსიამ მრავალი მედია გამომცემლობის მოწონება დაიმსახურა, მათ შორის იყვნენ «Forbes» და «The Wall Street Journal». ეს ვერსია გამოშვებიდან 99 დღის მანძილზე 25 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა გადმოიწერა.
ყველა მომხმარებლისთვის სტანდარტული შესაძლებლობების ინტერფეისის შეთავაზების ნაცვლად, Firefox მომხმარებელს საშუალებას აძლევს საკუთარი მოთხოვნილებების მიხედვით შეცვალოს ან გააფართოვოს ბრაუზერის შესაძლებლობები. მომხმარებელს ასევე შეუძლია დააყენოს დამატებითი თემები, რომელიც ბრაუზერს გარე სახეს უცვლის და გაფართოებები, რომელიც ზრდის მის შესაძლებლობებს.
No comments:
Post a Comment