Friday, March 26, 2010

რატომ არ მოხვდა საქართველო გუგლის რუკაზე 


ერთ–ერთი ვერსია სოროსის ფონდის ოფისში სრულიად შემთხვევით გახუმხილა ,,რეზონანსის“ ჟურნალისტებს დუგლას არენალსმა. 
როდესაც ტრენინგზე Google Map–ზე ჩამოვარდა საუბარი, დუგლასმა ჟურნალისტებს ყველა ის ადგილი აჩვენა სადაც ოდესღაც ყოფილა ნამყოფი. როდესაც საქართველოს ნახვა მოინდონა აღმოჩნდა, რომ ის ადგილი სადაც ახლა იმყოფებოდა Google Map–ზე უბრალოდ არ არსებობს.
 “უკაცრავად, სულ დამავიწყდა, საქართველოს ტერიტორია, ქუჩები და ა.შ. Google map-ზე არ არის დატანილი”-თქვა დუგლასმა და თავი გააქნია.
როგორც აღმოჩნდა, Google-სა და ორ ქართულ კომპანიას შორის, რომელსაც Google-ისთვის რუკები უნდა მიეწოდებინა, კონფლიქტი მომხდარა. შედეგად კი ქვეყანა დაზარალდა, Google–მა სასჯელად საქათველოს ,,თეთრი წერტილი“ მიუსაჯა. 
http://freelandia.wordpress.com

No comments:

Post a Comment